პორტუ, როდრიგო მორა
Aa
Aa

მომავლის ვარსკვლავი - ვინ არის როდრიგო მორა, რომელსაც ახალ მოდრიჩს ეძახიან

პორტუგალიის პროფესიონალური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი საკლუბო დონეზე ბრწყინავს. როდრიგო მორა პირველად 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა..

5 წლის წინ, მანჩესტერ იუნაიტედმა ლისაბონის სპორტინგიდან 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბრუნო ფერნანდეში იყიდა. თუ ბოლო ცნობებს დავუჯერებთ, წითელი ეშმაკები ახლა კიდევ უფრო დიდი პოტენციალის მქონე პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის შეძენას გეგმავენ..

როდრიგო მორა ბავშვობიდან პორტუს გულშემატკივარია და არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ამ კლუბის აკადემიაში ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში, 17 წლის ტალანტი „დრაგაუს“ აუდიტორიის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ იქცა..

რამდენად კარგი შეიძლება იყოს 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც თავის ქვეყნის 21-წლამდე ნაკრებს საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს? რამდენად რეალურია მისი მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი? დღევანდელ სტატიაში მასზე ბევრს შეიტყობთ..

მორა დაიბადა და გაიზარდა პორტუში და ყოველთვის ოცნებობდა მშობლიური ქალაქის კლუბში თამაშზე. მისი ოცნების ასრულება 9 წლის ასაკში დაიწყო, როცა პორტუს აკადემიაში ჩაირიცხა. მაშინვე აშკარა იყო, რომ მორა საოცარ ნიჭს ფლობდა. სწრაფად აგრძელებდა წინსვლას და ერთი ასაკობრივი გუნდიდან, მეორეში გადადიოდა.

 

სანამ როდრიგო პორტუს B გუნდში გადავიდოდა, პორტუგალიური მედია მასზე აქტიურად წერდა. 2023 წლის იანვარში, მეორე გუნდში მისი დებიუტი შედგა, რამაც ის 15 წლის, რვა თვისა და 10 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტად აქცია, რომელმაც პორტუგალიის ფეხბურთის ისტორიაში პროფესიონალური მატჩი ჩაატარა.

გასულ ზაფხულს, მან კვიპროსში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და მასზე ატეხილი აჟიოტაჟი გაამართლა.

ჯგუფურ ეტაპზე, პორტუგალია ესპანეთს დაუპირისპირდა და მორამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მეორე ტურში კი ინგლისს დუბლი შეუსრულა.

აღნიშნულ ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში პოლონეთს ასევე გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა, ხოლო ნახევარფინალში, სერბეთთან 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ფინალში იტალიასთან გოლი ვერ გაიტანა და პორტუგალია დამარცხდა, თუმცა როდრიგომ ოქროს ბუცი მიიღო, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის ნამდვილად შთამბეჭდავია. ამით მან მხოლოდ განამტკიცა მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსპექტიული მოთამაშის სტატუსი მსოფლიო ფეხბურთში..

მიმდინარე სეზონი მორამ კვლავ პორტუს მეორე გუნდში დაიწყო, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, ახალმა მწვრთნელმა ვიტორ ბრუნომ მას პირველ გუნდში დებიუტის საშუალება მისცა. 17 წლის ტალანტი ევროპის ლიგაზე ბოდო გლიმტთან ათამაშა. 4 დღის შემდეგ, როდრიგოს დებიუტი პორტუგალიის ჩემპიონატში არუკას წინააღმდეგ შედგა. მომდევნო თვეში კი სადებიუტო გოლი AVS-ს წინააღმდეგ გაიტანა.


ამომავალი ვარსკვლავი, პორტუს ძირითად შემადგენლობაში 2024 წლის 21 დეკემბერს მორეირენსეს წინააღმდეგ გამოჩნდა, სადაც მან გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. მეტიც, როდრიგო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა.

შემდეგ ტურშიც ბოავიშტას წინააღმდეგ მსგავსი შედეგი დააფიქსირა და როდრიგო მორა „დრაგაუს“ ბინადართა ახალ სიყვარულად გადაიქცა..

მორა შესანიშნავად კითხულობს თამაშს და მისი გადაწყვეტილების მიღების უნარიც შესანიშნავია. ეს ფაქტი კი ახალგაზრდებში ძალიან იშვიათია.

ვიტორ ბრუნოს შემცვლელმა, მარტინ ანსელმიმ ცოტა ხნის წინ თქვა: „როდრიგო არის მოთამაშე, რომელიც ხაზებს შორის თამაშით გამორჩევა, ბოლო პასს ბრწყინვალედ აკეთებს და არც დრიბლინგს ერიდება. ის გაბედული ახალგაზრდაა, რომელიც ასეთ დონეზე თამაშისას წნეხს არ განიცდის.“

ახალგაზრდა პორტუგალიელს არც თავდაჯერებულობა აკლია, რაც ცხადია ნებისმიერი დამწყები ვარსკვლავისთვის აუცილებელია. ამის პარალელურად კი მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და გარშემომყოფებისგან ბევრი რამ აქვს სასწავლი.

ახალი.. ლუკა მოდრიჩი?

პორტუგალიაში და მის ფარგლებს გარეთ მორა არაერთხელ შეადარეს თვით ლუკა მოდრიჩს და ადვილი მისახვედრია რატომ.. როდრიგოს პასის კულტურა ხორვატი ნახევარმცველისას ჰგავს. მას ამის გაკეთების უნარი გააჩნია.

მიუხედავად ამისა, ისინი ოდნავ მაინც განსხვავებული მოთამაშეები არიან. მორა უფრო შემტევი სტილის არის, ვიდრე მოდრიჩი და ზოგჯერ ფლანგზეც კი გადადის მისი სისწრაფის და დრიბლინგის უნარის გამო..

როდრიგო ასევე უფრო მეტ ხიფათს ქმნის, რაც იმით მტკიცდება, რომ ის უკვე გახდა გასული სეზონის უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ამ კონტექსტში ის ახალგაზრდა ფილიპე კოუტინიოს წააგავს..

სულ მალე როდრიგო მორაზე სატრანსფერო სიახლეები გაძლიერდება. მან პორტუგალიის ჩემპიონატში, 12 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. 17 წლის ტალანტთან მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედი არ არის დაკავშირებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გადაბირება პარი სენ ჟერმენსაც სურს. ფრანგულ გიგანტს 4 პორტუგალიელი ფეხბურთელი ჰყავს. ნუნო მენდეში, ჟოაუ ნევეში, ვიტინია და გონსალუ რამუში. ეს კი მორასთვის შესაძლოა მიმზიდველი გარემო იყოს.. გასაკვირი არ არის, რომ ის პორტუს დატოვებას და კარიერის ახალ ეტპაზე გადასვლას არ ჩქარობს..

„როცა პატარა ვიყავი ამ სტადიონზე თამაშზე ვოცნებობდი. ყურებში მუდამ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩამესმოდა. ყოველთვის ვცდილობ პორტუსთვის სარგებლის მოტანას. უბრალოდ მინდა მუშაობა გავაგრძელო და ჩემი თავი განვავითარო. ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბს. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.“ - განუცხადა მორამ უეფა-ს ოფიციალურ გამოცემას

რა თქმა უნდა, მომავალში არ არის გამორიცხული, რომ მორა პორტუდან წავიდეს და კარიერა უფრო დიდ კლუბში გააგრძელოს, მაგრამ ახლა ის უბრალოდ ტკბება „დრაგაუზე“ ბურთის გორაობით და თავისი ოცნების ასრულებას ნაყოფიერად აგრძელებს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექჰემი და რონალდუ ბარსაში, რონალდინიო რეალში: რა მოხდა 2003 წელს?
ბექჰემი და რონალდუ ბარსაში, რონალდინიო რეალში: რა მოხდა 2003 წელს?