ქალთა ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება.
წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, თბილისში, ანდორის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 25 თებერვალს, საქართველოს ნაკრები კვიპროსს ესტუმრება.
მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება. ანდორასთან მატჩი 21 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორის და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად, ჩვენი გუნდი მალტას დაუპირისპირდება. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.