მაკლანგის სანახაობრივი ჩატენვები | ALL STAR-ის შედეგები ცნობილია
NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩის წინ ALL STAR კვირეული ჩატარდა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლიდნენ.
საღამოს საწყისი ეტაპი უნარების შეჯიბრს (Skills Challenge) დაეთმო, რომელიც ევან მობლისა და დონოვან მიტჩელის გამარჯვებით დასრულდა, ფინალურ რაუნდში 0,3 წამი დააფიქსირეს.
სამქულიანების კონკურსში ტაილერ ჰირომ ბადი ჰილდს აჯობა. ფინალურ ეტაპზე ჰირომ 24 ქულა დააფიქსირა, ჰილდმა - 23.
ჩატენვების კონკურსი მაკ მაკლანგმა მოიგო. ფინალურ ეტაპზე მაკლანგმა ოთხი სანახაობრივი ჩატენვა შეასრულა.
ყველა ვარსკვლავის მატჩი 17 თებერვალს გოლდენ სტეიტის საშინაო არენაზე, Chase Center-ზე გაიმართება.