სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი: თუ ჩემპიონობა გვსურს, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დავიბრუნოთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ვოლფსბერგერმა’’ შინ მოქმედ ჩემპიონ გრაცის „შტურმს’’ 3:0 მოუგო. გამარჯვებულთა სათადარიგოთა სკამზე სანდრო ალთუნაშვილი იჯდა, არ უთამაშია. გასულ ზაფხულში „ვოლფსბერგერის'' მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, გუნდში დიტმარ კიუბაუერი მოვიდა, რომლის პერიოდში სანდრო უფრო მეტად როტაციის ფეხბურთელია, ზოგჯერ სასტარტოშიც თამაშობს და „კლაგენფიურტს'' ბრწყინვალე გოლიც გაუტანა, თუმცა მის მიმართ ნდობა შემცირებულია, ბუნდესლიგის 14 მატჩში ითამაშა, ექვსჯერ სასტარტოში იყო, რვა შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა.

რაც შეეხება გრაცულ გუნდს, სტუმართა სასტარტოში ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა, 49-ე წუთზე გააფრთხილეს. მატჩის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა მედიასთან ისაუბრა: „როგორც მე, ასევე ჩემმა თანაგუნდელებმა, საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. თუ გვსურს ჩემპიონები ისევ გავხდეთ, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დავიბრუნოთ’’.

ამ მომენტში „შტურმი'' 37 ქულით პირველზეა, თუმცა თუ დღეს ვენის „აუსტრია'' შინ „რაპიდს'' მოუგებს, „აუსტრია'' „შტურმის'' მსგავსად 37 ქულას დააგროვებს. „ვოლფსბერგერი'' მესამე ადგილზეა და ლიდერ „შტურმს'' მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის შვიდ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. ასევე, ავსტრიის თასზე სამ მატჩში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერმენივით მოქმედებდა | ბერძნული მედია გუგეშაშვილს აქებს
სუპერმენივით მოქმედებდა | ბერძნული მედია გუგეშაშვილს აქებს