ნაპოლი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ნოა ოკაფორი
Aa
Aa

“ხვიჩას შემცვლელი 1 წუთითაც კი არ ათამაშა“ - იტალიურმა მედიამ კონტე გააკრიტიკა

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ლაციოს ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

როგორც მოგეხსენებათ, პარტენოპეიში ოკაფორი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მიიყვანეს. მატჩის შემდეგ კი იტალიურმა მედიამ ანტონიო კონტე გააკრიტიკა.

CalcioNapoli24:

„ნაპოლიმ ლაციოს ვერ მოუგო და ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი ნოა ოკაფორი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მას 1 წუთიც კი არ მისცა დრო. რას ნიშნავს ეს?”

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ შვეიცარიელი შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანიდან იჯარის წესით დაემატა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას პარი სენ ჟერმენში უკვე 6 მატჩი დაუგროვდა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა ტულუზას წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.

ხვიჩას მომენტები VS ტულუზა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერმენივით მოქმედებდა | ბერძნული მედია გუგეშაშვილს აქებს
სუპერმენივით მოქმედებდა | ბერძნული მედია გუგეშაშვილს აქებს