ლუის ენრიკე
Aa
Aa

„პსჟ დაუმარცხებელია? ეს არ მაინტერესებს, მიზანი ჩემპიონობაა“ - ლუის ენრიკე

„ტულუზასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ვფიქრობ, დღეს სოლიდურად გამოვიყურებოდით. საწყის წუთებში მატჩი თანაბარი იყო, „ტულუზა“ კარგი გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს. მოედანი საუკეთესო ხარისხის არ იყო, რამაც ორივე გუნდს შეუშალა ხელი.

უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ გუნდისგან. „ტულუზას“ წინააღმდეგ მომენტების შექმნა რთულია, დღეს რამდენიმე მომენტი გვქონდა, იმიტომ რომ კარგად ვიყენებდით სივრცეებს მათი დაცვითი ხაზის უკან.

პსჟ ისევ დაუმარცხებელია? ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა.

მაიულუ და რუისი? ფაბიანს ნაკრებში ბევრი გოლი გააქვს, ახლა კი კლუბშიც გაიტანა - ვფიქრობ, მან ეს გოლი დაიმსახურა. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რაც შეეხება მაიულუს, მე ის ძალიან მომეწონა - შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, როგორც ბურთთან ერთად, ასევე დაცვით ფაზაში - გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ როდესაც ფეხბურთელებს შანსი ეძლევათ, ისინი მაღალ დონეზე თამაშობენ“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 22-ე ტურში პსჟ „ტულუზას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე პარიზელთა ესპანელმა ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა გაიტანა.

22 ტურის შემდეგ კვარას გუნდი ლიგა 1-ს 56 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს - მეორეადგილოსანი „მარსელი“ დედაქალაქელებს 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება