შერმადინის 13 ქულა - ტენერიფე სამეფო თასიდან გავარდა
ესპანეთის საკალათბურთო კოპა დელ რეიზე ლაგუნა ტენერიფე უნიკახას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 83:90 დამარცხდა.
კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი და 32 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ 13 ქულას, 7 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ტენერიფე ფინალში ვერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ვიდორეტას გუნდმა ბარსელონა გააგდო. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი რეალსა და გრან კანარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებოდა.
Lo hemos peleado hasta el último minuto, pero no ha podido ser.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) February 15, 2025
Hasta aquí llega nuestro sueño copero de este año.
???? De corazón, MIL GRACIAS a todos los que nos han apoyado.
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/PfiFj1WRfp