Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა სტუმრად ტულუზა 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა.
ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია. ისევე, როგორც პარი სენ ჟერმენს, ხვიჩასაც უღიმღამო მატჩი ჰქონდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
საფონოვი(8.1), ჰაკიმი(7.8), პაჩო(7.1), ბერალდო(7.7), ერნანდეს(7.4), მაიულუ(7.0), რუისი(8.4), დუე(7.5), ლი(7.1), კვარაცხელია(7.1), ბარკოლა(6.4), მარკინიოსი(6.9), ვიტინია(6.9), დემბელე(6.9), რამუში(6.5).
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი შემდეგ მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS ტულიზა