ფრე ვალენსიურ დერბიში | მამარდას 3 მოგერიება
ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“, რომლის კარსაც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს, გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა.
ვალენსიურ დერბში პირველი გოლი 32-ე წუთზე გავიდა - იერემი პინოს პასის შემდეგ პაპე გეიემ მამარდას მარჯვენა კუთხეში ძლიერად დაურტყა და „ვილიარეალი“ დააწინაურა. მეორე ნახევარში „ღამურების“ თავკაცმა, კარლოს კორბერანმა შეტევის ხაზი გააძლიერა, თამაშში ჯერ უმარ სადიქი, შემდეგ კი რაფა მირი ჩართო და შედეგმაც არ დააყოვნა: 84-ე წუთზე სადიქმა ანგარიში გაათანაბრა.
მამარდაშვილმა Sofascore-ისგან 7,2-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 მოგერიება, 2-დან 2 წარმატებული გამოსვლა კარიდან, 42 შეხება ბურთთან, 34-დან 29 ზუსტი პასი (85%) და 13-დან 9 ზუსტი გრძელი პასი.
ვილიარეალის გოლი და მამარდას ყველა მოგერიება:
24 მატჩის შემდეგ „ღამურებს“ 23 ქულა აქვთ - ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 22 თებერვალს, შინ, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავს.