პსჟ, ტულუზა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მ ტულუზას სტუმრად მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა სტუმრად ტულუზა 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია. ისევე, როგორც პარი სენ ჟერმენს, ხვიჩასაც უღიმღამო მატჩი ჰქონდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, ლუის ენრიკეს გუნდი დიდად არ აქტიურობდა. კარგი მომენტები ჰქონდა ტულუზასაც, თუმცა სტუმართა კარის დარაჯი რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე იყო.

პირველ ტაიმში, ქართველი ფეხბურთელი საგოლე პასთან ახლოს იყო, თუმცა ბერალდოს დარტყმული ჯერ მეკარემ მოიგერია, ხოლო შემდეგ ძელს მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ კვარამ თამაში მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე დაიწყო. ლუის ენრიკემ ის ცენტრალურ თავდამსხმელად დააყენა. ხვიჩა მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ბრედლი ბარკოლას გასვლის შემდეგ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი შემდეგ მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ტულუზა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა | ჩაკვეს უოტფორდმა მიდლსბროს მოუგო
აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა | ჩაკვეს უოტფორდმა მიდლსბროს მოუგო