კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: "ბოლო 3 მატჩში უცნაური რაღაცები მოხდა"

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ოსასუნას ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, სამეფო კლუბის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„თამაში კარგად დავიწყეთ და კარგად დავასრულეთ, თუმცა ერთი კაცით ნაკლები დავრჩით. ვფიქრობ, ჯუდის წითელი ბარათი გაუგებრობა იყო. მან ზოგადად შეიგინა და ეს მსაჯის მიმართულებით არ იყო. ბოლო 3 მატჩში უცნაური რაღაცები მოხდა და ეს ყველამ ნახა. მეტი არაფრის თქმა არ მსურს. ვიდეო რეფერი ჩვენ ფეხბურთელებზე არანაირ დარღვევას არ ამოწმებს.

ეს პრობლემაა! მოხდა რაღაც, რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ტიტულისკენ სვლა გავაგრძელოთ. ბელინგემი? მე მასთან საუბრის ნაცვლად, მსაჯთან კომუნიკაციას ვამჯობინებდი. მას ისეთი არაფერი უთქვამს, რომ გაეგდოთ. მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ბელინგემის გაძევების გარდა, მატჩის მთავარმა არბიტრმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადაწყვეტილებები ძირითადად რეალის ფეხბურთელების მიმართ უხეშობაზე თვალის დახუჭვაში გამოიხატებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება | რა უთხრა ბელინგემმა მსაჯს
12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება | რა უთხრა ბელინგემმა მსაჯს