ბელინგემი: “მსაჯი შეცდა, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“
ლა ლიგის მორიგ ტურში რეალი ოსასუნას ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ყველაზე უარესი ეს არ არის. ჯუდ ბელინგემმა შესაძლოა 12-მატჩამდე დისკვალიფიკაცია მიიღოს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ბელინგემმა?
„აშკარად მსაჯის და კომუნიკაციის შეცდომაა. თუ ვიდეოს დააკვირდებით, არ ვამბობ იმას, რაც მსაჯის მოხსენებაში წერია. იმედია ფედერაცია ამას გაითვალისწინებს. არ მინდა გავიმეორო რაც ვთქვი, მაგრამ ეს უფრო ცუდ სიტყვას ჰგავს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ არ მინდოდა გუნდის ასეთ სიტუაციაში ჩაგდება. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. ეს მსაჯის შეცდომაა!
მსაჯისთვის ცუდი არაფერი მითქვამს. მიხარია, რომ არის ვიდეოები, რომლებიც რეალობას ასახავს, მიუხედავად მსაჯის მოხსენებისა. ჩემს თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი, რადგან ისინი დღეს რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე.“
შეგახსენებთ, რომ ბელინგემის გაძევების გარდა, მატჩის მთავარმა არბიტრმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადაწყვეტილებები ძირითადად რეალის ფეხბურთელების მიმართ უხეშობაზე თვალის დახუჭვაში გამოიხატებოდა.
ცნობისთვის, მსაჯის მოხსენებაში ბელინგემის ნათქვამი ასე წერია: „პატივისცემით გესაუბრები, შენი დედაც..“