ზურიკო ნათელი წერტილი იყო - სენტ-ეტიენი მარსელთან განადგურდა
საფრანგეთს ლიგა 1-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენი მარსელს ესტუმრა და დიდი ანგარიშით 1:5 განადგურდა.
როგორც ყოველთვის, ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელიც თავისი გუნდის რიგებში აშკარად გამორჩეული და ნათელი წერტილი იყო.
ქართველ ფეხბურთელს პირველ ტაიმში თამაში არ წაუვიდა, თუმცა მეორეში გააქტიურდა. ზურიკო ორჯერ იყო საგოლე პასთან ახლოს და ორივეჯერ თანაგუნდელებმა უმტყუნეს. ერთ-ერთ ეპიზოდში კი გოლის გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა კარის ბადეს ზემოდან დაეცა.
მარსელის მხრიდან გოლები გუირიმ(2), რაბიომ, გრინვუდმა და მურილიომ გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი სტასინმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ზურიკო დავითაშვილმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
22 ტურის შემდეგ, სენტ-ეტიენს 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება. ეს ადგილი კი გასავარდნი ზონაა. შემდეგ ტურში, ზურიკოს გუნდი ანჟერს უმასპინძლებს.