ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება | რა უთხრა ბელინგემმა მსაჯს

„რეალმა“ პამპლონიდან მხოლოდ 1 ქულა წამოიღო - პირველი ტაიმში მსაჯთან კამათისთვის მოედნიდან მადრიდელთა ინგლისელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი გააძევეს.

Movistar-ის ინფორმაციით, ბელინგემმა მსაჯს, ხოსე ლუის მუნუერა მონტეროს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „პატივისცემით გესაუბრები, შენი დედაც...“

გამოცემა AS-ის ცნობით, მსაჯის შეურაცხყოფა სასჯელის სახით 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. საუკეთესო შემთხვევაში ჯუდი „სამეფო კლუბს“ ლა ლიგაში „ჟირონასთან“, „ბეტისთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება და ასევე გამოტოვებს თასის ნახევარფინალის პირველ მატჩს „სოსიედადთან“.

იმ შემთხევაში, თუ მუნუერა მონტერო მატჩის ოქმში ბელინგემის ქმედებას „უკმაყოფილების გამოხატვად“ მოიხსენიებს, ინგლისელს 2-3-მატჩიანი ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო წუთების მეფე - ბელინგემის გადამწყვეტი გოლები
ბოლო წუთების მეფე - ბელინგემის გადამწყვეტი გოლები