იანიკ სინერი
Aa
Aa

კორტზე 3 თვე ვერ გავა - სინერი დისკვალიფიცირებულია

გასულ წელს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი დიდ სკანდალში გაეხვა, იტალიელი ჩოგბურთელი დოპინგზე ჩავარდა, თუმცა თავდაპირველად დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ იანიკი მაინც დაისაჯა. 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი კორტზე 3 თვე ვერ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისადოპინგო სააგენტო(WADA) ადასტურებს.

საბედნიეროდ, სინერის დისკვალიფიკაცია 4 მაისს სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წლის მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა დოპინგ ტესტი 2024 წლის 10 მარტს, ინდიან უელსის მასტერსზე ჩააგდო. იანიკმა კონკრეტულ კლოსტებოლზე ჩატარებული დოპინგ ტესტი ვერ გაიარა.

ასევე შეგახსენებთ, თავდაპირველად მას ინდიან უელსზე მოპოვებული ქილები და 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს. ფინანსური კუთხით კი 300 000 ევროთი დააჯარიმეს.

ცნობისთვის, სინერი ATP რეიტინგს 11 830 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ალექსანდრ ზვერევს 3965 ქულით უსწრებს. დისკვალიფიკაციის პერიოდში, იანიკი გასული წლის მაიამის მასტერსზე(მოიგო), მონტე კარლოში(ნახევარფინალი) და მადრიდში(მეოთხედფინალი) მოპოვებულ ქულებს დაკარგავს.

თეორიულად არსებობს შანსი, რომ ამ პერიოდში ალექსანდრ ზვერევმა იანიკ სინერს რეიტინგის ლიდერობა ჩამოართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელად რჩება
მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელად რჩება