„მომდევნო კვირაში თქმა მომიწევს“ - ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე?
ილია თოფურიამ Full Send MMA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მისი მომდევნო ბრძოლის დაანონსება მოუწევს.
„არაფრის თქმა არ მინდა, რადგან UFC-მ მთხოვა არაფერი მეთქვა, მაგრამ იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ძალიან მალე განცხადების გაკეთება მომიწევს. შესაძლოა ეს მომავალ კვირას მოხდეს“.
- ამბობს „ელ მატადორი“.
ილიას მომდევნო მეტოქე ყოფილი ან მოქმედი ჩემპიონი, რომ იქნება ამის უდიდესი ალბათობა არსებობს. თუ, თოფურია თავის წონაში დარჩება, სავარაუდოდ მას ვოლკანოვსკისთან რევანში ელის. თუმცა, ალბათ UFC-ის ყველა ქომაგი ერთ რამეს ელოდება - თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ.
ამ ბრძოლის ხილვა სურს ყველას - გულშემატკივრებს, მთლიანად MMA-ს, ტელევიზიებს, ბიზნესმენებს, ყველას - რადგან ეს დაპირისპირება ერთი დიდი ფულით სავსე სეიფია, რომელიც უბრალოდ უნდა გააღო...
არის სხვა ვარიანტებიც, თუმცა ამ ორი ვარიანტის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მათგანს შანსი ჰქონდეს.