„ილია ჯუჯაა, ხალხს არ ესმის, რამდენად დიდი ვარ მასზე“ - პედი პიმბლეტი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდრე „ელ მატადორი“ სულ მცირე სამჯერ არ დაიცავს ტიტულს, მსუბუქ წონაში არ უნდა ავიდეს.
პედი პიმბლეტი:
„ილია ჯუჯაა, ხალხს არ ესმის, რამდენად დიდი ვარ მასზე. მინდა, ერთმანეთის პირისპირ დავდგეთ, რათა ყველამ დაინახოს, რამდენად დიდი ვარ. არასწორად არ გამიგოთ, თოფურია ძალიან ძლიერია. მე ის არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტყუილი უნდა ვთქვა.
ილია ძალიან კარგი მებრძოლია. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ის ქამარზე ძალიან სწრაფად აჩხუბეს, იმიტომ რომ ვოლკანოსკიმ მანამდე მთელი წონა მოასუფთავა. ილიამ მხოლოდ ბრაის მიტჩელს და ჯოშ ემეტს სცემა, შემდეგ კი საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. ბრაიან ორტეგასთან, იაირ როდრიგესთან ან არნოლდ ალენთან არც უჩხუბია. ვფიქრობ, მაშინ ვოლკს საჩემპიონო ჩხუბი ძალიან მალე დაუნიშნეს, ისლამ მახაჩევთან ჩხუბის შემდეგ მხოლოდ 12 კვირა იყო გასული.
თუ ილია რემატჩში ვოლკს ისევ მოუგებს, შემდეგ კი დიეგო ლოპესს დაამარცხებს, მაშინ დამსახურებულად გახდება ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, მაგრამ ილია საუბრობს მსუბუქ წონაში გადასვლაზე, მაშინ როდესაც ქვემსუბუქში ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა. ჩემი აზრით, სულ მცირე სამჯერ თუ არ დაიცავი ქამარი, დივიზიონი არ უნდა შეიცვალო“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მეტოქე მომავალ კვირას უნდა გახდეს ცნობილი. ბოლოს მან გასული წლის ოქტომბერში იჩხუბა, როდესაც მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.