„კონტე ნელ-ნელა ხვდება, რომ აზარტული თამაშის მსხვერპლია...“
იტალიური Calciomercato ანტონიო კონტეს იმედგაცრუების შესახებ წერს. გამოცემა აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იტალიელი სპეციალისტი ნელ-ნელა გონს მოვიდა და მიხვდა, თუ რამხელა აზარტული თამაში იყო, რომელიც საბოლოოდ მისი გუნდის დასუსტებით დასრულდა.
„კონტემ ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მისი შემცვლელის გარეშე კვარას გაყიდვა აზარტული თამაში იყო. ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ, სერია A-ს ლიდერი შუა სეზონში დასუსტდა.
გუნდმა ზედიზედ ორი ფრე ითამაშა და ინტერთან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. კონტეს ამოცანა ძალიან გართულდა, თუმცა მას სირთულეები ძალიან უყვარს.
ლაციოსთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კონტეს რასპადორის შესახებ ჰკითხეს, მიიღებდა, თუ არა ის უფრო მეტ ნდობას. ანტონიომ მათ საუბარი გააწყვეტინა და მოულოდნელად კითხვა დაუსვა: „რასპადორიც ხომ არ უნდა გავუშვათ? მისი დათმობაც საჭიროა? არა, უბრალოდ მხოლოდ ეს მაინტერესებდა ბიჭებო... ყველაფერი კარგად არის“.
მის სიტყვებში აშკარად იგრძნობოდა იმედგაცრუება, რომელიც შუა სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის კვარაცხელიას დაკარგვით არის გამოწვეული, რომლის შემცვლელიც გუნდმა არ დაიმატა“.
- წერს იტალიური გამოცემა.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტე დე ლაურენტისის ხელში არც პირველი და არც ბოლო მწვრთნელია, რომელმაც თავი მოტყუებულად იგრძნო.