დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ბორჯღალოსნების 36-ე კაპიტანი - ნინიაშვილის ახალი გამოწვევა

ესპანეთის ნაკრებთან ხვალ გასამართ რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება. მერაბ შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი გუნდისთავთან დაკავშირებით როტაციის პრინციპით ხელმძღვანელობს და გუნდის მოედანზე გაყვანის პატივი უკვე რამდენიმე მორაგბეს ხვდა წილად, ხვალ კი ამის გაკეთება კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართული და მთლიანად მსოფლიო რაგბის გამორჩეულ ვარსკვლავს ექნება.

დავით ნინიაშვილის დებიუტი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2020 წელს ირლანდიელებთან გამართულ შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ მან ბორჯღალოსნების შემადგენლობაში გამართულ 37 მატჩში თავი 88 ქულით გამოიჩინა - ნინიაშვილმა 11 ლელო დადო და 12 გარდასახვასთან ერთად ზუსტად 3 საჯარიმო დარტყმა შეასრულა. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, ამჟამად ბექა საღინაძესთან ერთად „ლიონის“ ღირსებას იცავს, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ სულ მალე კარიერას „ლა როშელში“ განაგრძობს.

ესპანეთი - საქართველოს შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 15:45 წუთზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ, რაც მათ ნახევარფინალის საკუთარ მოედანზე ჩატარების უპირატესობას მოუტანთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაგბი ევროპა | 26-ედ ესპანეთთან
რაგბი ევროპა | 26-ედ ესპანეთთან