სიომინი: კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს რუსეთში არასდროს უთამაშია
მოსკოვის ლოკომოტივში ხვიჩა კვარაცხელიას მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარა რუსეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.
„ხვიჩა კვარაცხელია არის უძლიერესი ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია რუსეთსა და ლოკომოტივში. აქ მისი დონის არავინ ყოფილა. მასთან მხოლოდ მარატ იზმაილოვს შეეძლო ტექნიკის თვალსაზრისით შედარება. მაგრამ წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით ხვიჩა უფრო ძლიერია. და ზოგადად, სათამაშო კუთხით უმაღლეს დონეზეა“.
- განაცხადა სიომინმა.
რუსმა სპეციალისტმა ხვიჩას შესახებ რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი მის მიმართ ნდობას ამართლებს.
„გახდება, თუ არა ის გუნდის ლიდერი? ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ უჭირს ჩვეულ დონეზე თამაში. იმის გამო, რომ ის ახალი პარტნიორებით არის გარშემორტყმული, მწვრთნელი თამაშს სხვანაირად აგებს...
პირველ მატჩში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, მესამე შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მეჩვენება, რომ ხვიჩას გუნდში ნდობა აქვს და ისიც მათ იმედებს ამართლებს“.
აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშისას რუსეთის ჩემპიონატში 76 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.