ალან შირერი
Aa
Aa

„სულ ტყუილად წუწუნებს“ - შირერმა ამორიმი გააკრიტიკა

რამდენიმე კვირის წინ რუბენ ამორიმმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედი“ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია და სიტუაციის გამოსასწორებლად უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწევს. ახალგაზრდა პორტუგალიელის განცხადება, რომელიც „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და მის ხელში ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება, ფანებსა და საფეხბურთო ექსპერტებს არ მოეწონათ. მათ რიგებს განეკუთვნება „ნიუკასლისა“ და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ალან შირერი, რომელმაც „მანიუს“ თავკაცი დაუფარავად გააკრიტიკა.

რა თქვა შირერმა

რაც ამორიმმა თქვა, მეც კარგად ვიცი და ფანებმაც. გუნდი რომ ცუდ მდგომარეობაშია ახალი არავისთვის არ არის და სწორედ მძიმე ვითარების აღმოსაფხვრელად მიიწვიეს ის, რის გაკეთებასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ვურჩევ წუწუნს შეეშვას და საქმეს მიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თანამდებობაზე დიდხანს არავინ გააჩერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში არასოდეს მითამაშია, მის კრიზისში ყოფნას ნამდვილად განვიცდი. როდესაც „ნიუკასლში“ ვასპარეზობდი, ჩვენთვის „იუნაიტედის“ დამარცხება ნამდვილი სასწაულის ტოლფასი იყო, ახლა კი იმ გუნდისგან აღარაფერია დარჩენილი.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერ ლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 29 ქულით მეცამეტე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 28 ქულით ჩამორჩება. ხვალ ამორიმის შეგირდები სტუმრად „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც მათ მსგავსად, მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე ასპარეზობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულში ტრანსფერს ვერ გააკეთებენ? - მანჩესტერი დიდი პრობლემის წინაშე
ზაფხულში ტრანსფერს ვერ გააკეთებენ? - მანჩესტერი დიდი პრობლემის წინაშე