რონალდო
Aa
Aa

„ამიტომ აღარ დავრჩი ბარსაში“ - რონალდო წასვლის მიზეზებზე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ „ბარსელონაში“ მხოლოდ ერთი, 1996-1997 წლების სეზონი ითამაშა, მაგრამ იმდენად მაღალ დონეზე გამოიყურებოდა და ისეთი შედეგები აჩვენა, რომ მისი წასვლის გამო გული ძალიან ბევრ გულშემატკივარს დასწყდა. გარდა იმისა, რომ ლუის ნაზარიო დე ლიმამ „ბლაუგრანასთან“ ერთად ქვეყნის სუპერ თასი, კოპა დელ რეი და უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო, ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რა იყო მისი „ნოუ კამპიდან“ აბარგების მთავარი მიზეზი, ამის შესახებ რონალდომ რომარიოსთან პოდკასტში სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა.

რა თქვა რონალდომ

მგონი ამის თაობაზე პირადად შენთვის პასუხი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. რა იყო წასვლის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა კლუბის ცუდი მენეჯმენტი, რომლებიც ერთ დღეს რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას დამპირდნენ, მეორე დღეს განმიცხადეს, რომ მსგავსს არაფერს აპირებდნენ და მეც „ინტერში“ წასვლა გადავწყვიტე. გულშემატკივარს მივმართავ, რომ „ბარსას“ ცუდი ხელმძღვანელობის მსხვერპლი არამხოლოდ მე, არამედ სხვადასხვა დროს ჩემი თანამემამულეები, რომარიო, რივალდო და ნეიმარიც გახდნენ.

ცნობისათვის, ამჟამად რონალდო ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტია. უახლოეს მომავალში კი ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო პრეზიდენტად, გუარდიოლა მწვრთნელად - ახალი ამბები ბრაზილიიდან
რონალდო პრეზიდენტად, გუარდიოლა მწვრთნელად - ახალი ამბები ბრაზილიიდან