ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: „მახაჩევს ერთი დარტყმით დავასრულებ“

ილია თოფურიას ერთ-ერთი პოდკასტში სტუმრობისას, როგორც ცნობისმოყვარე წამყვანმა, ასევე იმ გულშემატკივრებმა, რომელთაც ინტერნეტის საშუალებით „ელ მატადორისთვის“ სხვადასხვა კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ, შანსი კარგად გამოიყენეს და ქართველ მებრძოლს ყველა აქტუალურ თემაზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება. ბუნებრივია, პირველი შეკითხვა მსუბუქ დივიზიონში შესაძლო ასვლასა და ისლამ მახაჩევთან გასამართ სავარაუდო დაპირისპირებას შეეხებოდა, რასაც დაღესტნელ მებრძოლებზე, დასტინ პორიესა და ხაბიბ ნურმაგომედოვზე საუბარიც მოჰყვა.

ილია თოფურია

დამიჯერეთ, ასი პროცენტით დარწმუნებული ვის დამარცხებაშიც არ ვარ, არც იმ სპორტსმენზე საუბარი მიყვარს და არც მასთან ბრძოლის ჩანიშვნას ვცდილობ. თუმცა, მახაჩევის ერთი დარტყმით დასრულება შემიძლია და ეს თავად ისლამმაც მშვენივრად იცის. უდიდესი მებრძოლია, სხვანაირად საჩემპიონო ქამარს 4-ჯერ ვერ დაიცავდა, მაგრამ არ არსებობს ბრძოლის ის სცენარი, რომელიც მან შეიძლება შემომთავაზოს და მე ამისთვის მზად არ აღმოვჩნდე. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - MMA-ს თანამედროვე მებრძოლი ვარ, რომელიც ყველა კომპონენტში ძლიერია და ელოდება თავის შანსს, რომ მეტოქეს უძლიერესი დარტყმა მიაყენოს და გათიშოს.

ალბათ ისლამიც მათ კატეგორიაში შედის, მაგრამ მე ზოგადად დაღესტნელ მებრძოლებზე ვიტყვი, თუ რით გამოირჩევიან ისინი. მუდამ ცდილობენ მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშონ და საკუთარი უპირატესობა დაამტკიცონ. ვისთანაც ეს გამოსდით, მათთან იმარჯვებენ, თუმცა როგორცკი რომელიმე მოწინააღმდეგე მათ კონკურენტულ ბრძოლას შესთავაზებს, თითქმის ყველა მათგანი მარცხდება.

არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად თვლიან, რადგან ჩემთვის ასეთი ჯონ ჯონსია. ხაბიბს ამ ორგანიზაციაში თუ არ ვცდები 15 ბრძოლა აქვს გამართული, მაშინ როდესაც ჯონსმა საჩემპიონო ქამარი ლამის ამდენჯერვე დაიცვა.

რას ვიტყვი დასტინ პორიესთან დაპირისპირებაზე? თუ ეს ბრძოლა შედგა, ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იქნება, რადგან მეტოქედ ეყოლება ნამდვილი მხეცი, რომელსაც ჩემი თავის მოჭრა ენდომება. ის ყველა ბრძოლაში ზუსტად ასეთი მოტივაციით გადის.

შეგახსენებთ, რომ ილიამ საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, რომელიც ასევე ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძმები ერთ წონით დივიზიონში? - რას ამბობს ალექსანდრე თოფურია
ძმები ერთ წონით დივიზიონში? - რას ამბობს ალექსანდრე თოფურია