ბუკაიო საკა
Aa
Aa

დამატებით ორი თვე - საკას მდგომარეობა დამძიმდა

„არსენალის“ ერთ-ერთი ლიდერი ბუკაიო საკა მოედანზე კიდევ ორი თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება. 23 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველმა მარცხენა ბარძაყის ორთავა კუნთი დეკემბერში „კრისტალ პალასთან“ (1:5) მოგებულ საგარეო დერბიში დაიზიანა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. გასულ კვირაში საკა „მეთოფეებს“ დუბაიში საწვრთნელ შეკრებაზე გაჰყვა, სადაც მცირედი დატვირთვებიც მიიღო, რაც მისი ნაადრევად დაბრუნების მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდნენ.

როგორც კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისინი ტრავმის რეციდივიდან თავის არიდების მიზნით, გარისკვისგან თავს მაქსიმალურად შეიკავებენ და საკას მოედანზე დაბრუნების ნებართვას მხოლოდ და მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში მისცემენ. ეს ყველაფერი „კანონირების“ ესპანელი დამრიგებლისთვის, მიკელ არტეტასთვის ძალიან ცუდი ამბავია, რადგან ცოტა ხნის წინ მან ტრავმის გამო კაი ჰავერციც დაკარგა, რომელიც იმდენად სერიოზულად დაშავდა, რომ გერმანელისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბუკაიო საკამ 16 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს
მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს