სტეფ კარი
Aa
Aa

არ მინდა ბრაიანტის ბედი გავიზიარო - კარის მინიშნებები

ზუსტად ერთ თვეში სტეფ კარის 37 წელი შეუსრულდება, თუმცა სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი ძველებურად მაღალ დონეზე გამოიყურება და თუ ეს კლუბი წლევანდელ სეზონში თამაშებს იგებს, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ მისი „ჯადოსნური“ სამქულიანების დამსახურებაა. რას აპირებს მომავალში და კიდევ რამდენი ხნით გეგმავს ასპარეზობას, ამასთან დაკავშირებით კარიმ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და კობი ბრაიანტიც ახსენა.

რას ამბობს კარი

სპორტში ჩემი დარჩენილი წლების გატარების სხვადასხვა სცენარებს განვიხილავ. ვეცნობი იმ კალათბურთელების ისტორიასაც, რომელთაც მთელი კარიერა ერთ კლუბს მიუძღვნეს - ვგულისხმობ კობი ბრაიანტს, დირკ ნოვიცკისა და ტიმ დანკანს.

ნამდვილად არ მსურს აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, როგორშიც კობი იყო „ლეიკერსში“ უკანასკნელ სამ წელიწადში. ყველა თანაგუნდელი ბურთს ბრაიანტს აწვდიდა და ცდიდნენ მას, რამდენი ქულის დაგროვება შეეძლო ვეტერანის კვალობაზე. ნამდვილად არ მსურს ამხელა ტვირთის აკიდება და სათანადო პარტნიორებს გუნდში აუცილებლად ვისურვებდი.

მე რეალისტურად ვაზრონებ და ვიცი, რომ „გოლდენ სტეიტი“ ჩემპიონობის უპირობო ფავორიტი არც ახლა და არც უახლოეს წლებში არ იქნება, რადგან ლიგაში უამრავი ნიჭიერი კალათბურთელია. თუმცა, არსებობს შანსი, რომ ვიბრძოლოთ რაღაც მნიშვნელოვანისთვის, რაც როგორც გუნდს, ასევე ჩვენ ფანებს სჭირდება.

წლევანდელ სეზონში სტეფ კარი საშუალოდ 23,4 ქულას, 4,6 მოხსნასა და 6,1 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „უორიორსი“ კი 55 მატჩის შემდეგ 28 მოგებითა და 27 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ეპოქის დასაწყისი | ლუკა დონჩიჩის სადებიუტო მატჩი ლეიკერსში
ახალი ეპოქის დასაწყისი | ლუკა დონჩიჩის სადებიუტო მატჩი ლეიკერსში