ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, მაქს ჰოლოუეი, უმარ ნურმაგომედოვი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ქვემსუბუქში ჰოლოუეის და ვოლკს ტოლს არ დაუდებდა“ - თოფურია დვალიშვილზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა გაიხსენა და მერაბის შესაძლო მეტოქეებზე ისაუბრა.

რას ამბობს „ელ მატადორი“:

„მერაბი მანქანაა. მან დაამტკიცა, რომ ჩემპიონის წოდებას იმსახურებს. მერაბი ჩხუბისგან სიამოვნებას იღებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შენ აჩვენებ, რომ ბრძოლის მიმდინარეობას აკონტროლებ. თუ ოქტაგონში იცინი, ესე იგი, გრძნობ, რომ უპირატესობას ფლობ.

მერაბის დომინირება სულაც არ მაკვირვებს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ნურმაგომედოვზე ბევრად ძლიერია. მერაბის თეიქდაუნებისგან დაცვა ძალიან რთულია.

დვალიშვილს შეუძლია ქვემსუბუქ წონაში ასვლა. მე ადრეც მითქვამს, რომ ის ტოლს არ დაუდებდა ვოლკანოვსკის ან ჰოლოუეის, მაგრამ არ ვიცი, დაინტერესებულია თუ არა მერაბი ამით.

საქართველოსა და დაღესტანს შორის დაპირისპირებაზე გულშემატკივრები საუბრობენ, მაგრამ ჩვენ, მებრძოლები, ამას სხვაგვარად ვუყურებთ. ეს მხოლოდ სპორტული პაექრობაა. ვინმეს მიმართ სიძულვილს არ ვგრძნობ. ყველა მებრძოლი თავისი ოცნებების ასრულებას ცდილობს და დასახული მიზნებისკენ მიიწევს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი UFC 311-ზე დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ჩემპიონობა ჩემი ოცნებაც იყო“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ
„ილიას ჩემპიონობა ჩემი ოცნებაც იყო“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ