მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო: „დვალიშვილთან რემატჩისთვის მზად ვარ“

იმდენად შთამბეჭდავად და ფენომენალურად გამოიყურება მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში, რომ მისი მომავალი მეტოქის თაობაზე კონკრეტული პასუხი არავის აქვს. თავად ქართველმა „მანქანამ“ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ როგორც UFC-ის ხელმძღვანელებმა უთხრეს, მომდევნო ბრძოლა ივნისში პიოტრ იანთან, ან შონ ომალისთან ექნება.

თუმცა, ამის პარალელურად, საინტერესო განცხადება გააკეთა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ყოფილმა ჩემპიონმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ, რომელიც მერაბთან რემატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

რას ამბობს სეხუდო

მზად ვარ თუ არა დვალიშვილთან რემატჩისთვის? რა თქმა უნდა, თანაც 100 პროცენტით. გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ ეს კიდევ უფრო ტკბილი მაშინ ხდება, როდესაც კარგად გიხდიან. ჯონსონთან გამართული ბრძოლები მახსენდება. მასთან პირველი შეხვედრა სამ წუთში წავაგე, თუმცა შემდეგ ხელმეორედ შევხვდი და დავამარცხე.

შეგახსენებთ, რომ მექსიკელი და ქართველი მებრძოლები პირველად 2024 წლის 17 თებერვალს შეხვდნენ და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბ დვალიშვილმა გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა“ - მახაჩევი მერაბისა და უმარის ბრძოლაზე
„ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა“ - მახაჩევი მერაბისა და უმარის ბრძოლაზე