ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„ეს თანხა დაგვაკმაყოფილებს“ | ლევანტეს სპორტული დირექტორი ქოჩორაზე

„ლევანტეს“ სპორტულმა დირექტორმა, ფელიპე მინიამბრესმა Ser Deportivos Valencia-სთან ინტერვიუში ისაუბრა პორტუგალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც „ბაყაყების“ ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულიდან ლისაბონის „სპორტინგის“ ღირსებას დაიცავს.

კერძოდ, მინიამბრესმა უარყო პორტუგალიური გამოცემა Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ლევანტეს“ სპორტული დირექტორი:

„5,5 მილიონი ევრო და 1,5 მილიონი ბონუსების სახით - ეს არის თანხა, რომლის მიღებაც ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გვსურს. შეთანხმება მიღწეული არაა, გვქონდა საუბარი, მაგრამ მას შემდეგ პროგრესი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ყველას სურს, ფეხბურთელი რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს, მაგრამ ჩემ მიერ დასახელებული თანხა ჯდება იმ პარამეტრებში, რომელიც ქოჩორაშვილის შემთხვევაში კლუბს აქვს დაწესებული. ეს მინიმალური ფასია.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დატოვებდა, მაგრამ ეს აასე არ მოხდა. მის აგენტს გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებაც შევთავაზეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ვალენსიური კლუბის მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს კრილიაში გაანათხოვრებს
მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს კრილიაში გაანათხოვრებს