რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ახლა ყველაზე მეტად ეს მომწონს - ნადალი კარიერის დასრულების შემდეგ

უკვე რამდენიმე თვეა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერა დაასრულა, რაც ბუნებრივია სპორტის ამ სახეობისთვის უდიდესი დანაკლისია. ვეტერანი ესპანელი სპორტსმენი ცდილობს მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად მოექცეს, თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ინტერვიუების მიცემაზე უარს ვერ ამბობს. გუშინ, ნადალი ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც MARCA-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რით ერთობა კარიერის დასრულების შემდეგ, ასეთი პასუხი გასცა:

„უკვე სამი თვეა ჩოგბურთის თამაშს დავანებე თავი და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ახალ ეტაპს ვეგუები. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერთან ადაპტაცია არ მიჭირს, რადგან საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, რომელიც სახლში ვერ ჩერდება და იშვიათად მნახავთ წამოწოლილს.

სპორტით იმდენად აქტიურად აღარ ვარ დაკავებული, თუმცა 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ფეხბურთის თამაში ისევ დავიწყე. მეგობრები მთავაზობენ ხშირად ჩოგბურთის თამაშს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა, რადგან ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში მომენატრება და მათი დაძალების გარეშეც ავიღებ ჩოგანს ხელში“.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში რაფაელ ნადალმა დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონია, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება. რაფას 14-ჯერ როლან გაროსი, 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, ორ-ორჯერ კი უიმბლდონი და ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელად რჩება
მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელად რჩება