ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ძმები ერთ წონით დივიზიონში? - რას ამბობს ალექსანდრე თოფურია

სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში პოტენციურ მეტოქეებზე და სხვა წონით დივიზიონში გადასვლაზე ისაუბრა. „ელ კონკისტადორი“ ამბობს, რომ სუპერმსუბუქიდან ქვემსუბუქ წონაში აუცილებლად გადავა და არაა გამორიცხული, რომ ეს ილიას მსუბუქ წონაში გადასვლამდე მოხდეს.

ალექსანდრე თოფურია:

„ჰენრი სეხუდომ ჩემზე აზრი შეიცვალა? თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ეს ნორმალურია, განსაკუთრებით ჩვენს სპორტში, სადაც ყოველთვის არსებობს განსხვავებული აზრი. ამას პატივი უნდა ვცეთ. თუ მან თავიდან თქვა, რომ ჩემი ჩხუბი არ მოეწონა, შემდეგ კი საპირისპირო განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ამას ნორმალურად ვუყურებ.

როდის ვაპირებ დაბრუნებას? კონკრეტული თარიღი არ მაქვს, შესაძლოა, ზაფხულში. როდესაც წონას არ ვაკონტროლებ, დაახლოებით 76 კილოგრამი ვარ, სუპერმსუბუქი წონისთვის (57-61) ეს საკმაოდ ბევრია. რამდენად რეალურია, რომ ილია მსუბუქ წონაში, მე კი ქვემსუბუქ წონაში გადავიდე? ვფიქრობ, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჯერ სუპერმსუბუქ წონაში ვრჩები. არაა გამორიცხული, რომ ეს ილიას მსუბუქ წონაში გადასვლამდეც მოხდეს.

შემდეგი ოპონენტი? შესაძლოა, ეს ჰენრი სეხუდო იყოს. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვარ. ჩემპიონობა რომ გვერდზე გადავდოთ, სწორედ ამისთვის ვჩხუბობ და მიზანი სწორედ ესაა - საუკეთესოებს დავუპირისპირდე და საკუთარი შესაძლებლობები ვაჩვენო“.

შეგახსენებთ, რომ UFC 312-ზე ალექსანდრემ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლა გამართა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ცნობისთვის, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. „ელ მატადორმა“ არაერთხელ განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში გადასვლა და ისლამ მახაჩევთან ჩხუბი სურს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალექსანდრე თოფურია: “სეხუდოსთან ბრძოლა? მე ყველასთვის მზად ვარ“
ალექსანდრე თოფურია: “სეხუდოსთან ბრძოლა? მე ყველასთვის მზად ვარ“