ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ისევ დავანოკაუტებ - თოფურია ვოლკანოვსკისთან რემატჩზე

რამდენიმე დღის წინ ილია თოფურია ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ უკვე იცის, თუ ვინ იქნება მისი მომავალი მეტოქე, თუმცა იმის გამო, რომ UFC-ის ხელმძღვანელებმა სთხოვეს ამ ყველაფრის გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა, „ელ მატადორმა“ დასძინა, რომ უფრო კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, თუმცა ვარაუდობს, რომ გულშემატკივარი სიახლეების შესახებ მომდევნო კვირაში შეიტყობს.

რას ამბობს თოფურია

მოწინააღმდეგეების თაობაზე ჯერ ვერაფერს ვამბობ, მაგრამ რახან ვოლკანოვსკიზე მკითხეთ, გეტყვით, რომ ის ამ სპორტის ცოცხალი ლეგენდაა, რომლის დაუფასებლობაც არაფრით არ შეიძლება. თუმცა, ისევე როგორც ავსტრალიელთან ჩემი წინა დაპირისპირების წინ, საკუთარ ძალებში ამჯერადაც ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ.

როგორ დავამარცხებ? ალბათ ისევ ნოკაუტით და ისევ ისეთ სტილში, როგორც ეს 2024 წლის თებერვალში გავაკეთე. შეიძლება საბმიშენიც იყოს, ზუსტად არ ვიცი - ყოველ შემთხვევაში მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე არა მგონია მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვებით მოიპოვა, რომელიც ოქტომბერში უკვე მაქს ჰოლოუეის დანოკაუტებით დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა“ - მახაჩევი მერაბისა და უმარის ბრძოლაზე
„ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა“ - მახაჩევი მერაბისა და უმარის ბრძოლაზე