ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: მინდა არაპროგნოზირებადნი ვიყოთ, ეს არის მთავარი იდეა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში პსჟ „ტულუზას’’ ესტუმრება. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ლუის ენრიკე: „როცა ხედავ ისეთი პროფილის ფეხბურთელებს, როგორიც პსჟ-ში არიან, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით სხვადასხვა ტურნირებზე წარმატებით თამაში შეგვიძლია.

ძალიან განსაკუთრებულ მომენტში ვართ, მთელი გუნდი პროდუქტიულია, რაც ძალიან მახარებს, ბედნიერი ვარ. ეს გვაძლევს ენერგიას, რომ ყველა ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ. ფეხბურთელები უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ მათ ვენდობით, სწორედ ამიტომ შევცვალე სასტარტო შემადგენლობა (იგულისხმება ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან’’ მატჩი, როცა კვარა სკამზე იყო).

ჩვენი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეტოქისთვის არაპროგნოზირებადნი უნდა ვიყოთ. მე მომწონს როგორც ვთამაშობთ. ბრედლი ბარკოლას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, დემბელეს - ორივე ფლანგზე. კვარას შეუძლია ცენტრში ან ფლანგებზე ითამაშოს. ბევრი ვარიანტი გვაქვს’’.

„ტულუზა’’ - პსჟ-ს მატჩი 16 თებერვალს, 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს კრილიაში გაანათხოვრებს
მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს კრილიაში გაანათხოვრებს