გიორგი ბერიძე
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერა | ბერიძის ახალი კლუბი ცნობილია

გიორგი ბერიძე კარიერას „უიპეშტში’’ გააგრძელებს.CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება ახლახანს გაიარა და კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბერიძემ „უიპეშტში’’ სამი სეზონი გაატარა (2018-19, 2020-21, 2021-22), 96 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა. 2018-19 წლების სეზონში „გენტის'' საკუთრება იყო და „უიპეშტში'' იჯარით თამაშობდა. 2022 წელს „გენტთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა და „უიპეშტის'' ფეხბურთელი გახდა.

„უიპეშტში'' ბერიძეს ქართველი მცველი დავით კობოური დახვდება.

შეგახსენებთ, 27 წლის შემტევმა თურქული „ქოჯაელი’’ იანვარში დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 27 წლის მარცხენა გარემარბს კლუბთან კიდევ 1,5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა ბერიძე გუნდის გეგმებში აღარ შედიოდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბერიძე კომპენსაციის სახით 175 000 ევროს მიიღებს.

transfermarkt-ის მონაცემებით, ბერიძის სატრანსფერო თანხა 800 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ - ქართველების დუელი ზივზივაძემ მოიგო
ბუდუ გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ - ქართველების დუელი ზივზივაძემ მოიგო