გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ბარსელონა თასიდან გამოთიშეს | შერმადინის გუნდი ნახევარფინალშია

ესპანეთის საკალათბურთო თასის მეოთხედფინალში „ტენერიფემ’’ „გრან კანარია არენაზე’’ „ბარსელონა’’ 91:86 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ათამაშა. 35 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 11:12 წუთში 5 ქულა ჩააგდო და 1 პასი შეასრულა. ორივე ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩში ყველაზე შედეგიანი შერმადინის თანაგუნდელი მარსელო უერტასი იყო, 41 წლის ბრაზილიელმა 22 ქულა ჩააგდო.


ნახევარფინალში, 15 თებერვალს, „ტენერიფე’’ „უნიკახას’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა საღამოს, 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორლანდოს საშინაო გამარჯვება - ბითაძის მოხსნები და დაფარებები
ორლანდოს საშინაო გამარჯვება - ბითაძის მოხსნები და დაფარებები