აპოელმა ცელიეს ვერ მოუგო | დვალი მოედნიდან გააძევეს
უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ინის პირველ მატჩში, ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად სლოვენიურ „ცელიეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი მცველი „აპოელის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ 73-ე წუთზე, ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედნიდან გააძევეს და შესაბამისად, საპასუხო მატჩს გამოტოვებს.
დვალმა პირველი ყვითელი 57-ე წუთზე მიიღო, მეორე კი მთავარმა მსაჯმა 73-ე წუთზე უჩვენა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. ამის მიუხედავად, „აპოელმა“ მაინც შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და თამაში ბოლომდე ისე მიიყვანა, რომ გოლი არ გაუშვია.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მე-2 წუთზე მასპინძლებმა კუჩისის გოლით გახსნეს, 32-ე წუთზე კი „აპოელმა“ წონასწორობა აბანიას გოლით აღადგინა.
მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე კვიპროსული გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კუჩისმა შეასრულა, თუმცა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვლავ კუჩისმა იყოჩაღა და თავისი გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. კვიპროსმა ანგარიში 70-ე წუთზე ლაიფისის გოლით გაათანაბრა და საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა.
გუნდებს შორის პლეი-ინის საპასუხო მატჩი 20 თებერვალს, კვიპროსში გაიმართება.