ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ტულუზა - პსჟ | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში

შაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიგა 1-ის მორიგ ტურში სტუმრად, „ტულუზას“ დაუპირისპირდება, რომელიც სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

ფრანგული მედია პარიზული გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულზე წერს, რომელსაც ლუის ენრიკე ამ შეხვედრისთვის აირჩევს. პსჟ-სთან დაახლოებული სააგენტო VIPSG.fr აღნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების შესაძლებლობას მისცემს, ხვიჩა კვარაცხელია კი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

გამოცემის ვერსიით ძირითადი თერთმეტეული ასეთია: დონარუმა - ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ლუკას ერნადესი - ფაბიან რუისი, ვიტინია, ლი - ხვიჩა კვარაცხელია, დუე, ბარკოლა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ბრესტის წინააღმდეგ, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია პირველად დატოვა სასტარტო შემადგენლობის მიღმა და ქართველი შემტევი მოედანზე 67-ე წუთზე შეიყვანა. აქვე გეტყვით, რომ კვარამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1-1 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ „მარსელს“ 10 ქულით უსწრებს. ლუის ენრიკეს გუნდს 21 ტურის შემდეგ 16 მოგება, 5 ფრე და 0 მარცხი აქვს, რითაც გათამაშებას 53 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

ტულუზასა და პსჟ-ის დაპირისპირება საფრანგეთის დროით 15 თებერვალს, საქართველოს დროით კი 16 თებერვალს, 00:05 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი
„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი