საოცარი გამოსვლა - გურგენიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია!
საქართველოში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ფიგურულ ციგუარობაში ინგა გურგენიძემ ისტორიული მედალი მოიპოვა. 15 წლის მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ინგა გურგენიძეს პროგრამაში მხოლოდ პირველი ბრუნი გაუფუჭდა, შემდეგ კი ყველაფერი უნაკლოდ შეასრულა და მონაწილეებს შორის საუკეთსო შედეგი აჩვენა. მსაჯების მიერ გურგენიძის გამოსვლა 128.97 ქულით შეფასდა და საგულისხმოა, რომ ეს 15 წლის მოციგურავის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ქართველმა მოციგურავემ გუშინ, მოკლე პროგრამაში 58.84 ქულა აიღო და ამ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა, დღეს კი 128.97 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ორი კატეგორიის ჯამში კი 187.81 ქულა დააფიქსირა.