რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

„შარასთან ჩხუბი მინდოდა, მაგრამ...“ - დოლიძემ შარა ბულეტზე ისაუბრა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ Home of Fight-ის პოდკასტში განაცხარა, რომ შარაბუტდინ მაგომედოვთან ბრძოლა უნდოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, მასთან ჩხუბის აზრს ვერ ხედავს.

რას ამბობს დოლიძე:

„შარასთან ჩხუბი მინდოდა, ის ჩემთვის საინტერესო იყო. ჩემს ქვეყანაზე ბევრი ისაუბრა. მაგრამ მისთვის გაკვეთილის სწავლებაზე არ ვფიქრობ, მხოლოდ სპორტული ინტერესი მაქვს. თუმცა, მაშინ შარა რეიტინგში იყო და ამას აჟიოტაჟიც უწყობდა ხელს, ახლა კი არ ვიცი, რა ელის მას მომავალში. იმედი მაქვს, რეიტინგში რაც შეიძლება მალე დაბრუნდება და ამის შემდეგ მასთან დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ, ახლა კი მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე თავის მომდევნო ბრძოლას მარვინ ვეტორის წინააღმდეგ 16 მარტს გამართავს. რაც შეეხება შარა „ბულეტს“, რუსმა მებრძოლმა ბოლოს 1 თებერვალს, ბრიტანელ მაიკლ „ვენომ“ პეიჯთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, კარიერაში პირველად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის შეუძლია თოფურიას დამარცხება | რას ამბობს ხორხე მასვიდალი
ვის შეუძლია თოფურიას დამარცხება | რას ამბობს ხორხე მასვიდალი