„ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა“ - მახაჩევი მერაბისა და უმარის ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა რუსულ Match TV-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და უმარის მარცხზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
რა თქვა მახაჩევმა:
„არ ვიტყოდი, რომ უმარმა ბრძოლა წააგო, თუმცა ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტის გაკეთება სჭირდებოდა. მაგრამ არა უშავს, ეს მარცხი მას გააძლიერებს. ერთადერთი, რაც ამ ბრძოლაში დააკლდა, ეს გამოცდილება იყო. უმარი აუცილებლად გახდება ჩემპიონი“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი ერთმანეთს მიმდინარე წლის იანვარში, UFC 311-ზე დაუპირისპირდნენ და ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ნურმაგომედოვისთვის მერაბთან მარცხი MMA-ს კარიერაში პირველი იყო.