ალექსანდრე ნარიმანიძე
Aa
Aa

სადებიუტო მატჩი და ზარი კაშიასთან - ნარიმანიძის შთაბეჭდილებები

რამდენიმე დღის წინ, „ჟილინაში“ საქართველოს ჩემპიონის „იბერიას“ აკადემიის აღზრდილის, ალექსანდრე ნარიმანიძის დებიუტი შედგა. სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში 19 წლის ქართველმა მცველმა და მისმა თანაგუნდელებმა „კოშიცეს“ უმასპინძლეს და 0-2 წააგეს. ნარიმანიძემ 90 წუთის განმავლობაში რვიდან ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, ბურთს 118-ჯერ შეეხო და მისი 96 პასიდან ზუსტი 78 აღმოჩნდა. „ჟილინა“ სლოვაკეთის ლიგაში 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბრატისლავის „სლოვანს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. სადებიუტო მატჩსა და იქაურ პირველობაზე შექმნილ შთაბეჭდილებებზე ნარიმანიძემ ვრცლად ისაუბრა.

ალექსანდრე ნარიმანიძე

თამაშის დამთავრებისთანავე მთავარი მწვრთნელი მესაუბრა და კომპლიმენტები არ დაუშურებია. მითხრა, რომ მარცხის მიუხედავად, ჩემი ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა, რადგან ჩათვალა, რომ იმ წნეხს კარგად გავუმკლავდი, რაც უცხო ქვეყნის ჩემპიონატში პირველი მატჩის ჩატარებას ყოველთვის თან ახლავს.

„ჟილინა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, რის გამოც ყველას უკვირს, რომ მეორე ადგილზე ვიმყოფებით და ლიდერ „სლოვანს“ არცთუ დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით. გარდა ამისა, თასის მეოთხედფინალში ვართ გასულები და გამიხარდება თუ ჩემს პირველივე სეზონში რომელიმე ტიტულს მოვიგებ.

მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ იქამდე სანამ აქ ჩამოვიდოდი, გურამ კაშიას დავურეკე და ის საკმაოდ მეგობრულად და გულღიად მესაუბრა. ნაკრების კაპიტანია და დარწმუნებული ვარ ჩემს გარდა ბევრი ურეკავს, რის გამოც მისი საქციელი დასაფასებელია. მაქვს კონტაქტი ცოტნე კაპანაძესთანაც, რომელიც „იბერიაში“ ჩემი თანაგუნდელი იყო და „დუნაისკა შტრედაში“ ახლახანს გადმოვიდა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატში ნარიმანიძის, კაშიას და კაპანაძის გარდა, კიდევ ერთი ქართველი თორნიკე ძოწენიძე თამაშობს, რომელიც „მიხალოვცეს“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტი გიმარაეშთან - მამაგეიშვილი ფამალიკაოში პირველად ათამაშეს
დებიუტი გიმარაეშთან - მამაგეიშვილი ფამალიკაოში პირველად ათამაშეს