ჯანლუიჯი დონარუმა, მაიკ მენიო
Aa
Aa

დონარუმას შემცვლელად 2 კანდიდატი განიხილება - რას წერს მედია

„პარი სენ-ჟერმენი“ მაიკ მენიოს ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

GFFN-ი ჟურნალისტ საშა ტავოლიერზე დაყრდნობით წერს, რომ პარიზელები „მილანის“ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელად მოიაზრებენ.

ამასთან, L’Équipe იუწყება, რომ პსჟ ინტერესს იჩენს ასევე „ლილის“ მეკარის, ლუკას შევალიეს მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პარიზული კლუბი ზაფხულში ახალ მეკარეს იყიდის, დონარუმამ შეიძლება კლუბი დატოვოს და სერია A-ში დაბრუნდეს.

როგორც მედიაში იწერება, მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯის თამაში პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესთვის დამაჯერებელი აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი გოლკიპერი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლიდან თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი
„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი