ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ორივე მხარე დაზარალდა - ბუდუს და კარლსრუეს უიღბლობა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „კარლსრუესა“ და მთლიანად გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერმა ბუდუ ზივზივაძემ კლუბი შეიცვალა და კარიერა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ „ჰაიდენჰაიმში“ განაგრძო, სადაც უკვე 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა ჯერ კიდევ სადებიუტო გოლის მოლოდინშია. ტრანსფერით მოგებული ვერც „კარლსრუე“ დარჩა, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმაც აღნიშნა.

რას ამბობს ბუდუზე

საკადრო თვალსაზრისით იანვარში ჩვენ გუნდში სერიოზული და დაუგეგმავი არეულობა მოხდა, რის შედეგებსაც ახლაც ვიმკით. თითოეული ფეხბურთელის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ბუდუ ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, რომელიც გოლების რეგულარულად გატანის გარდა, მოედანზე დიდი მოცულობის სამუშაოსაც ასრულებდა. არ გეგონოთ, ამით თავს ვიმართლებდე, უბრალოდ ეს არის ფაქტი, რომლის აღნიშვნაც აუცილებლად მიმაჩნდა.

რამდენად რთულია ზივზივაძის ყოფილი გუნდის მდგომარეობა, ამაზე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილიც მეტყველებს - თუ ბუდუს წასვლის მომენტში „კარლსრუე“ მეორე პოზიციაზე იყო, ახლა მეათე ადგილზეა ჩამოქვეითებული და საწყის სამეულს რვა ქულით ჩამორჩება. ბოლოს გუნდმა 21 დეკემბერს „პადერბორნთან! (1:2) სტუმრად, ანუ ჯერ კიდევ მაშინ მოიგო, როდესაც ქართველი ფორვარდი მათ რიგებში იყო. მას შემდეგ გამართული ოთხი თამაშიდან კი სამი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ზივზივაძის ამჟამინდელი გუნდი „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ბუნდესლიგაში 21 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა, ანუ პლეი აუტის ზონაშია. დღეს, ბუდუ და მისი თანაგუნდელები უეფას კონფერენს ლიგის პლეი ინში სტუმრად დანიის „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდებიან, რომლის ღირსებასაც გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კომოს სკაუტები უოტფორდის მატჩს დაესწრნენ | რას წერენ ჩაკვეზე
კომოს სკაუტები უოტფორდის მატჩს დაესწრნენ | რას წერენ ჩაკვეზე