ბარსელონა კუბარსის კონტრაქტს 2030 წლამდე გაუხანგრძლივებს | El Chiringuito
პაუ კუბარსი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 18 წლის ესპანელ მცველთან მიმდინარე შეთანხმება 2027 წლამდეა გათვლილი.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსე ალვარესის ინფორმაციით, დღეს კუბარსი კონტრაქტს კიდევ 3 სეზონით, 2030 წლამდე გაახანგრძლივებს. ამასთან, გაიზრდება მისი გამოსასყიდის ფასიც.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, კუბარსიმ 23 მატჩი ჩაატარა და 3 ასისტი მიითვალა. transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.