ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერი კონფლიქტის მსხვერპლი ხდება - მხარდაჭერა იტალიელს ჯოკოვიჩის ორგანიზაციისგან

2024 წლის მარტში, იანიკ სინერთან დაკავშირებით მომხდარ დოპინგ-სკანდალს დასასრული არ უჩანს. საკითხთან დაკავშირებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა, რომელიც საკმაოდ გაუგებარი იყო, თუმცა ნოლემ საჯაროდ აღნიშნა, რომ იტალიელის სერიოზული დისკვალიფიკაციის გარეშე დარჩენა, სხვა ჩოგბურთელებს უსამართლობის განცდას გაუჩენდა.

როგორც ჩანს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სერბი ჩოგბურთელის პოზიცია მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან დაკავშირებით შეიცვალა და შერბილდა. მართალია, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის განცხადებაზე ხელმომწერი ის არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორგანიზაცია მისი დაარსებულია, ცხადი ხდება, რომ ამ ყველაფერს ჯოკოვიჩიც ეთანხმება. საკითხზე ორგანიზაციის მოსაზრება აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმედ ნასერმა გამოთქვა:

„ანტიდოპინგური სისტემა უნდა სჯიდეს წესების დამრღვევებს. დოპინგის მომხმარებლები არიან ის სპორტსმენები, რომლებიც აკრძალული ნივთიერებების მიხედვით ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. თუმცა, მათ რიგებს არ უნდა მივაკუთვნოთ ისინი, რომლებიც შემთხვევით ცდებიან და გამოიყენებენ ისეთ უმნიშვნელო ნივთიერებას, რომელიც ეფექტის მომტანიც არ არის. ვფიქრობ, სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა იანიკ სინერთან დაკავშირებული ინციდენტი. იტალიელის სისხლში უმნიშვნელო რაოდენობის აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა და ისიც იმის გამო, რომ ფიზიოთერაპევტმა შეცდომაში შეიყვანა.

ჩვენი ორგანიზაციის პრეროგატივაში მტყუან-მართალის გარჩევა არ შედის. ჩვენი ვალდებულება ჩოგბურთელების უფლებების დაცვაა და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სინერი VADA-ს და ჩოგბურთის სამართლიანობის საერთაშორისო სააგენტოს შორის მომხდარი კონფლიქტის მსხვერპლი ხდება, რაც არ უნდა დავუშვათ“.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი დიდი სლემის გათამაშება, ავსტრალიის ღია პირველობა სწორედ სინერის გამარჯვებით დასრულდა, რომლის დოპინგთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით აპელაციას სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 16-17 აპრილს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოლად ვეღარ გადარჩება - იურისტი სინერის საქმის მოსმენაზე
იოლად ვეღარ გადარჩება - იურისტი სინერის საქმის მოსმენაზე