„არ ვაპირებ, შანსი ეგრევე მივცე“ - მახაჩევმა თოფურიაზე ილაპარაკა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველ ჩემპიონ, ილია თოფურიასთან ჩხუბის დაუყოვნებლივ დაორგანიზებით დაინტერესებული არ არის.
„არ ვაპირებ მას შანსი ეგრევე მივცე, რადგან ყველა სამუშაო არ შეუსრულებია, რომელიც თავის წონით კატეგორიაში უნდა გაეკეთებინა. კიდევ არიან პრეტენდენტები, რომლებსაც უნდა მოუგოს, მაგრამ მას აღარ სურს წონითი კატეგორიის შეცვლა. დაე, გადავიდეს, დაიმსახუროს შანსი და ჩვენ აუცილებლად ვიჩხუბებთ“, - თქვა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით დაისაკუთრა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, რომელსაც ასევე ნოკაუტით მოუგო.
რაც შეეხება მახაჩევს, მას ბოლო ბრძოლა UFC 311-ზე, არმან ცარუკიანთან უნდა გაემართა,მაგრამ სომეხი მებრძოლი ღონისძიებას ტრავმის გამო ჩაეხსნა, რის გამოც ის ბრაზილიელ რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.