კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, სტეფ კარი, ტაისონ ფიური, ლიონელ მესი, ნეიმარი, კარიმ ბენზემა, ლებრონ ჯეიმსი, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

რონალდუ ისევ პირველია | ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსს ინარჩუნებს. ამის შესახებ მეტყველებს მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის რეიტინგი, რომელიც გამოცემა Sportico-მ გამოაქვეყნა.

გამოცემის ინფორმაციით, რონალდუს წლიური შემოსავალი 260 მილიონი დოლარია, საიდანაც 215-ს ის „ალ-ნასრში“ იღებს, 45-ს კი სხვა შემოსავლების სახით.

მეორე ადგილზეა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელი სტეფ კარი, რომელიც ხელფასის სახით წლიურად 53.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, სხვა შემოსავლები კი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

სამეულში მოხვდა მოკრივე ტაისონ ფიურიც, რომელმაც 2024 წელს ანაზღაურების სახით 140 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო „ბოშათა მეფის“ სხვა შემოსავლებმა 7 მილიონი შეადგინა.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ლიონელ მესი, ლებრონ ჯეიმსი, ნეიმარი, ოლექსანდრ უსიკი, კარიმ ბენზემა, კილიან მბაპე და ჯონ რამი, ხოლო სრულ რეიტინგს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: ჩემზე უკეთესი არავინ არ მინახავს
რონალდუ: ჩემზე უკეთესი არავინ არ მინახავს