დუბუა ან პარკერი - უსიკი მომდევნო ჩხუბისთვის მზადაა
ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა მომდევნო შესაძლო მეტოქის ვინაობა დაასახელა.
„მე ვიჩხუბებ, ვინც გაიმარჯვებს იმასთან - ჯოზეფ პარკერი ან დანიელ დუბუა, უპრობლემოდ“, - თქვა მსოფლიო ჩემპიონმა. შეგახსენებთ, რომ ეს 2 მოკრივე ერთმანეთს 22 თებერვალს, საუდის არაბეთში დაუპირისპირდება.
უსიკმა ასევე თქვა, რომ კარიერას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაასრულებს.
„ვფიქრობ, წელიწადნახევარი ან 2 წელი დამრჩა კრივში. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, თუმცა ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 2 ბრძოლისთვის უნდა მოვემზადო“, - თქვა უკრაინელმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, უსიკმა ტაისონ ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.
გეტყვით ასევე, რომ უსიკმა ტაისონი ზედიზედ მეორედ დაამარცხა, კარიერაში კი რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ არასდროს დამარცხებულა.