მბაპე თუ ჰოლანდი - ტიერი ანრიმ საუკეთესო დაასახელა
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავ კილიან მბაპესა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდზე ილაპარაკა.
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ამ 2 მოთამაშეს შორის მბაპე უკეთესია.
„ის ყველაფერს თვითონ აკეთებს და პარტნიორებს სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს. მბაპე ძალიან ძლიერი მოთამაშეა სამწვრთნელო შტაბისთვის - მას შეუძლია ითამაშოს მარჯვნივ, მარცხნივ, შეუძლია იყოს ცენტრფორვარდი. აი, ჰოლანდი... შეუძლია კი მას ითამაშოს სხვა ნებისმიერ პოზიციაზე, ცხრიანის გარდა?“,- თქვა ტიერი ანრიმ.