ინგა გურგენიძე
Aa
Aa

ინგა გურგენიძემ მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ბათუმის ყინულის სასახლე, სადაც მოციგურავეები მოკლე პროგრამით წარდგნენ. ყინულის მოედანზე ვიხილეთ საქართველოს ნაკრების წევრი ინგა გურგენიძე, რომელიც ამ შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

ქართველმა მოციგურავემ სავალდებულო პროგრამაში 31 მონაწილეს შორის მსაჯებისგან მესამე საუკეთესო შეფასება (58.84) დაიმსახურა, რაც თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის წინ მედლის მოპოვების იმედს გვისახავს.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისთვის 24 საუკეთესო შედეგის მქონე მოციგურავეს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

ინგა გურგენიძე მედლისთვის 13 თებერვალს ისრიალებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი: მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი: მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა