გოგა ბითაძე
Aa
Aa

ორლანდოს საშინაო გამარჯვება - ბითაძის მოხსნები და დაფარებები

წინა შეხვედრაში „ატლანტასთან“ განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, „ორლანდოს“ ამჯერად მსგავსი ლაფსუსები თამაშის არც ერთი მეოთხედში აღარ ჰქონია, დაშვებული შეცდომებისგან სათანადო დასკვნები გააკეთა და “შარლოტი“ 16-ქულიანი სხვაობით, 102:86 დაამარცხა, რაშიც საკუთარი მოკრძალებული წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა.

პარკეტზე გატარებულ 17 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 1 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 ასისტი დააგროვა. გოგამ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან ჩაგდების მისი სამი და პერიმეტრიდან ერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. შვიდიდან მოხსნიდან ოთხი თავდასხმაში, სამი კი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

56 თამაშის შემდეგ 27 მოგებითა და 29 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავს, რომელიც 21 თებერვალს, თბილისის დროით, დილის 04:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერვე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | დურანტის 30 000 ქულა NBA-ში
მერვე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | დურანტის 30 000 ქულა NBA-ში